მართლმადიდებელი ეკლესია

მიქანაძე ოცნების ინიციატივაზე: არამც და არამც, არ ეხება ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას

ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე. ხდება ეკლესიაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ვნახეთ, რომ არაერთხელ ასეთი ფაქტი განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი. არამც და არამც, ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას.

როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი და იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები, თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მე-4 პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები, იქიდან გამომდინარე,  რა შეთანხმება იქნება, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას ეცნობება. 

ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი არის კონსტიტუციაში მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებაზე, მისი როლის სრულფასოვან აღიარებაზე საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე. 

თქვა უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

TV ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს. მათივე ცნობით, ინიციატივა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები