პოლონეთი

პოლონეთი დღეს ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია – პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

Maciek Jaźwiecki / Agencja Wyborcza.pl

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარი ტომჩიკის თქმით, პოლონეთი ამჟამად ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება. 

ამის შესახებ მან ვარშავის მერთან, რაფალ ტშასკოვსკისთან და გენერალ მეჩისლავ ცენიუხთან ერთად ისაუბრა პანელურ დისკუსიაზე, "რა საერთო აქვს დევნილთა კრიზისს მეტეოზონდებთან? - თანამედროვე ჰიბრიდული ომი და მისი შედეგები". 
 
"რასაც დღეს პოლონეთში ვხედავთ ეს დე ფაქტო ჰიბრიდული ომია და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში". - თქვა ტომჩიკმა. 
 
ტომჩიკმა ხაზი გაუსვა ბელარუსის საზღვარზე დაძაბულ ვითარებასა და პოლონეთში ბოლო დროს შემჩნეულ უცხოური მეტეოზონდების მზარდ რაოდენობას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეტეოზონდების საზღვარზე გადაშვება პოლონურ საზოგადოებაში ეჭვის დაბადებასა და სახელმწიფოსადმი უნდობლობის გაღვივებას ემსახურება, რაც რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილია. 
 
"ეს სინამდვილეში რამდენიმე ასობით დოლარის ღირებულების ხელსაწყოა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება ყველა ჩვენგანზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებოდეს. საკმარისია, კირილიცით რამდენიმე სიტყვა დააწერონ და პოლონეთში ყველა გამოცემა ამაზე დაწერს". - თქვა ტომჩიკმა. 
 

ტომჩიკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველ წელიწადს დაახლოებით 5 000 ჰაკერული თავდასხმის სამიზნე ხდება 

კომენტარები