იტალია

რომში კაცი დააკავეს, რომელიც ბინის გაძარცვას აპირებდა, მაგრამ წიგნის კითხვაში გაერთო

იტალიური მედიის ცნობით, რომში სავარაუდო მძარცველი დაიჭირეს, რომელიც პრატის რაიონში მდებარე ბინაში აივნიდან შეიპარა, თუმცა ყურადღება გაეფანტა და ჰომეროსის "ილიადას"  შესახებ ჯოვანი ნუჩის მიერ დაწერილი წიგნის "ღმერთები ექვს საათზე" კითხვა დაიწყო

71 წლის სახლის მეპატრონის ცნობით, მას გაეღვიძა და წიგნში ჩაფლულ კაცს შეეჩეხა.

წარუმატებელი ქურდობის შესახებ ისტორიამ წიგნის ავტორის ყურადღება მიიპყრო. როგორც მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, სურს, რომ მამაკაცს ნაწარმოები ციხეში გაუგზავნოს, რათა მან კითხვის დასრულება შეძლოს.

ნუჩი ამბობს, რომ "ეს ფანტასტიკურია", "ეს სიურეალისტური ამბავია, მაგრამ სავსეა ადამიანურობით". მან ასევე თქვა, რომ მისი საყვარელი ღვთაება ჰერმესია, ქურდების ღმერთი, რომელიც ასევე ლიტერატურის ღმერთიცაა და იხუმრა: "გასაგებია - ყველაფერი ემთხვევა".
დაჭერის შემდეგ მძარცველმა აივნიდან გაქცევა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს. თავად მან პოლიციას უთხრა, რომ შენობაში ნაცნობის მოსანახულებლად აძვრა.
კაცს თან ჰქონდა ჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, იმავე საღამოს სხვა სახლიდან მოპარული ძვირადღირებული ტანსაცმელი იპოვეს.

კომენტარები