მიგრანტების ნავის ჩაძირვა

იემენის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, იემენთან ახლოს მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულია.

მიგრანტების ნავს ეთიოპიის 25 და იემენის 2 მოქალაქე გადაჰყავდა, ორგანიზაციის ცნობით, ნავი იემენის სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

IOM-ის მონაცემებით, გარდაცვლილებს შორის 11 მამაკაცია და 2 კი ქალი. დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ივლისში, იემენთან სანაპიროსთან ახლოს კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა, რომელსაც 45 მიგრანტი გადაჰყავდა, მაშინ მაშველებმა მხოლოდ 4 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები