ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაზე არის გათვლილი.
"ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსებისგან ისმის სხვადასხვა განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. გამონაკლისი არც მმართველი პარტიაა, რომელიც ელექტორატისთვის ბრძოლისას სპეკულირებს ე.წ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემით.
აშკარაა, რომ მსგავსი განცხადებები გათვლილია კონკრეტულად შიდა აუდიტორიაზე და ჯამში, ასახავს ქართველი ამომრჩევლის ემოციებს. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ოფიციალურამ თბილისმა 2008 წლის შემდგომ არსებული რეალობა მიიღოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა" – წერია განცხადებაში.