რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ 3 რუსული რაკეტა და 25 დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

20 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე 5 რაკეტითა და 26 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლაი ოლეშუკის თქმით, განადგურებულია 3 რაკეტა და 25 დრონი.

"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად, ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო შენაერთებმა, საჰაერო თავდაცვის მობილურმა ჯგუფებმა 28 სამიზნე გაანადგურა". – წერს ოლეშუკი.

ბრძოლის შედეგად განადგურებულია:

  • 1 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერი-კ;
  • 2 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59;
  • 25 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს

კომენტარები