ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა.
ქვეყნების ლიდერების გარდა გაფართოებულ შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
მხარეებმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ილაპარაკეს. ლიდერებმა რამდენიმე საკითხს გაუსვეს ხაზი.
პუტინმა შემდგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
- რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების პროცესის დარეგულირებაში. პუტინი ამბობს, რომ ფაშინიანს მოუყვება აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შედეგებს;
- რუსეთი მადლობას უხდის აზერბაიჯანს, იმისთვის რომ ქვეყანაში ყურადღება ექცევა რუსული ენის შესწავლას;
- რუსეთი და აზერბაიჯანი ბაქოში ერთობლივი უნივერსიტეტის გახსნაზე იმუშავებენ;
- რუსეთი და აზერბაიჯანი იწყებს თანამედროვე ტანკერების წარმოებას, რომლებიც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარს უფრო სწრაფად მოამარაგებს;
"აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის დინამიკა დადებითია, მიდის საუბარი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზე". – თქვა პრეზიდენტმა ალიევმა.
აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტი 19 აგვისტოს დასრულდება.





