ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვრის მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარმა დაახლოებით 200 ჰექტარი ტყე სრულიად მოიცვა.
ხანძრის გამო სოფელ სეხას დე ალისტედან დაახლოებით 120, ხოლო მეზობელი ტრაბასოსიდან 850 მცხოვრებია ევაკუირებული. N-122 საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
ევაკუაციის დროს 65 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ხანძრის ადგილზე ჩართული სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს მოხუცს, თუმცა პროფესიონალი ექიმების მოსვლამდე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძარი 17 აგვისტოს კასტილიისა და ლეონის პროვინციის ზამორას მუნიციპალიტეტის ტყეში, პორტუგალიის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში გაჩნდა.
ბოლო მონაცემების თანახმად, კვირისათვის ცეცხლის მართვისა და ლიკვიდირების პროცესი შედარებით ხელსაყრელია.