საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთმანეთს ორი Rafale ტიპის ავიაგამანადგურებელი შეეჯახა.
საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა Le Monde-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თვითმფრინავში ორი, ხოლო მეორეში ერთი პილოტი იჯდა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე თვითმფრინავში მჯდომი ორი პილოტის სამძებრო სამუშაოები.
შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.





