დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ბაიდენი მოელის, რომ ღაზის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი იერიშზე ხელს აიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოელის, რომ ღაზის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი ისრაელზე იერიშს აღარ მიიტანს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას აღარ განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ეს მისი მოლოდინია".

ხუთშაბათს, 15 აგვისტოს აშშ-ს, ეგვიპტისა და კატარის მიერ ორგანიზებულ სამიტზე ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელისა და ჰამასის შესაძლო შეთანხმების დეტალებს განიხილავენ. ბოლო ცნობებით, ჰამასმა განაცხადა, რომ სამიტს არ დაესწრება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას არც ირანი მიიღებს, რის შესახებაც ინფორმაცია რუსულ მედიაშია ვრცელდება

ამის მიუხედავად, ისრაელის დელეგაცია სამიტს დაესწრება და მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. 

"[ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა] რთულდება, მაგრამ მე არ ვნებდები. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ირანი" - თქვა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები