რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: კურსკის ოლქში გავანადგურეთ 26 უკრაინული დრონი

Kommersant

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 10 აგვისტოს ღამეს კურსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 26 უკრაინული დრონი გაანადგურეს

"გასულ ღამეს შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიეტანათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე". – წერია უწყების ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ კიდევ 6 უკრაინული დრონი ჩამოგდებულია ლიპეცკის ოლქში.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით იერიშის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

კომენტარები