უკრაინის სპეცრაზმი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ სანაპიროზე მდებარე ტენდრას ცელას დაესხა თავს. უკრაინის სპეციალური დანიშნულების ჯარებმა რუსული "აღჭურვილობა, პერსონალი და ფორტიფიკაციები" გაანადგურეს, დაიღუპა ასევე რამდენიმე რუსი სამხედროც.
ტენდრას ცელა არის ვიწრო კუნძული, რომელიც ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს.
"6 აგვისტოს არტანის ქვედანაყოფის სპეცოპერაციულმა ძალებმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (ГУР) შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარეს". - წერს სადაზვერვო სააგენტო ტელეგრამ არხზე.
ГУР-ის ინფორმაციით, საზღვაო-სადესანტო სპეციალურმა რაზმმა ტენდრას ცერაზე რუსული ჯავშანმანქანები გაანადგურა, კერძოდ, МТ-ЛБ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, რადიოელექტრონული ომის სისტემები და ფორტიფიკაციები.
სამხედრო დაზვერვის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი ტენდრას ცელას ღამით დაესხა თავს და რუსული ჯავშანტექნიკის, ელექტრონული ომის სისტემები და საფორტიფიკაციების განადგურება მოახერხა.
დანაკარგი ასევე რუსეთის ჯარშიც იყო, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერ დადგენილი არ არის. უკრაინული სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინულ თავდამსხმელ ჯგუფში არავინ დაღუპულა. როგორც დაზვერვა იტყობინება, ეს უკრაინისთვის ტენდრას ცელაზე პირველი ოპერაცია არ არის და "უკრაინის თავდაცვის ძალების სამომავლო, უფრო მასშტაბიანი გეგმის მხოლოდ ნაწილია".





