ვიტალი გუგუჩიას საქმე

ჯაფარიძე გუგუჩიაზე: მე რა შუაში ვარ? მე ვურეკავ და ვავალებ ჟურნალისტებს ინტერვიუებს?

მე არ ვიცოდი ის გუგუჩია იყო თუ რა გვარი იყო. მივედი მასთან, მის მეუღლესთან და ბოდიში მოვუხადე, რომ გუშინ თქვენი ნივთი დავაზიანე და წამოვედი...

რუსული [კანონი] ეს თქვენთვისაა და ჩვენთვის ქართული კანონია. მე რატომ დამირეკე, მაინტერესებს. ჩემთან რამე ინციდენტი ჰქონდა თუ რა არის? რატომ დამირეკე?...

მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ხართ ვიტალი გუგუჩიას აგენტი... მე რა შუაში ვარ? ჟურნალისტი ვარ? მე ვინმეს რამე ვუთხარი? როგორ წარმოგიდგენიათ, მე ჟურნალისტებს ვურეკავ და შენ წადი, იქ აიღე ინტერვიუ და შენ წამოდი, აქ ინტერვიუ აიღე?

ინციდენტზე რა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, ახლა მე ბრმა გგონივართ? ჭურში ვზივარ, ვერ შევხედე თუ რანაირადაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა ყველა არხზე ეს ტრიალებდა და მე ვერ გავიგე და მე ვერ დავინახე?

მე არც მოსამართლე ვარ, არც პოლიციელი არ ვარ და მე ამ განხილვებში [ისჯება თუ არა სამართლიანად გუგუჩია] ვერ შევალ.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ არხის კითხვაზე, სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის, ვიტალი გუგუჩიას უჩნდება ეჭვი, რომ მისი შურისძიების გამო წარუდგინეს ბრალი.

კომენტარები