რუსეთი

რუსეთში სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

sterlitamakadm.ru via RBC

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე სამხედრო ქარხანა ავანგარდში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ მედია РБК-ს სახელმწიფო კორპორაცია Ростех-მა უთხრა

სამხედრო საწარმო ავანგარდი Ростех-ის საკუთრებაა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის ნაწილებს ამზადებს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ავანგარდის წინააღმდეგ ევროკავშირის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციებიც მოქმედებს.  

РБК-ის თანახმად, შემთხვევა მილსადენის დემონტაჟის დროს მოხდა და შედეგად სარემონტო ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. 

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე არის აღძრული და ნავარაუდებია, რომ მუშებმა მილების ჭრის დროს უსაფრთხოების პრინციპები დაარღვიეს. 

კომენტარები