უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღეს, 3 აგვისტოს, ოკუპირებულ ყირიმში С-400 ტიპის საზენიტო მართვად სარაკეტო სისტემებზე იერიში მიიტანეს და რუსული წყალქვეშა გემი, სახელად როსტოვი დონზე, ჩაძირეს.
"დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო-საომარი ძალების დანაყოფებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემის, Триумф-ის 4 გამშვები დანადგარი მნიშვნელოვნად დააზიანეს.
ამასთან, სევასტოპოლის პორტში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა გემზე, სახელად როსტოვი დონზე, იერიში წარმატებით მოხდა. შედეგად, გემი ადგილზე ჩაიძირა". - წერს უკრაინის გენშტაბი.
გენშტაბი იერიშის თარიღს არ აკონკრეტებს, თუმცა ორივე მხარის ინფორმაციით, უკანასკნელი სარაკეტო იერიში 2 აგვისტოს ღამით შედგა.
მოსკოვი საომარი ტექნიკის დანაკარგის შესახებ ცნობებს არ აქვეყნებს.





