არჩევნები 2024

მელია: ერთტურიან არჩევნებზე ოცნებასაც კი არ აქვს რესურსი, რომ თავს მოახვიოს 3 000 უბანს

ეს [2024 წლის] არჩევნები არის ერთტურიანი არჩევნები, ორტურიანი არჩევნები, ის ჯოჯოხეთი, დასრულდა. ის მაჟორიტარული არჩევნები დასრულდა, სადაც 30:0 ჰქონდა ფორა ქართულ ოცნებას. ჰანდიკაპი ჰქონდა 30 მანდატიანი და ჩვენ 30-ით 0-ს უკვე ვაგებდით და ისე შევდიოდით არჩევნებში.

2012 წლის შემდეგ ვერცერთ პირველ ტურში ქართული ოცნება გამარჯვებას ოფიციალურად ვერ ზეიმობდა, ვერ აფორმებდა. მას სჭირდებოდა მეორე ტურები, სადაც რესურსი გაცილებით მეტი ჰქონდა. [...] ახლა აღარც მაჟორიტარული სისტემაა, არის ერთტურიანი არჩევნები და ამ არჩევნებში ქართულ ოცნებასაც კი, რომელიც გადაიქცა იმად რადაც გადაიქცა, ნამდვილად არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ თავს მოახვიოს სამი ათასივე უბანს.

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები