რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ჩრდილოეთ ოსეთზე დრონებით იერიში მიიტანა

Unian

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში მდებარე აეროდრომ მოზდოკზე უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა.

რუსულ ტელეგრამ ჯგუფებში ვიდეოები ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორც ცდილობს საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების ჩამოგდებას.

როგორც პროპაგანდისტული მედიები იუწყებიან, საბოლოოდ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსული ყველა დრონი გაანადგურა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ უკრაინული მედიები.

მოზდოკის აეროდრომზე 2023 წლის ზაფხულიდან ТУ-22М3-ის ტიპის რუსული ბომბდამშენების ბაზაა განთავსებული.

კომენტარები