რუსული კანონი

სამადაშვილი: მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონით იხელმძღვანელებს

ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ამ შემადგენლობით, რომელიც სრულად არის მიტაცებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, კონსტიტუციითა და კანონით იხელმძღვანელებს იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ დიქტატს მოუსმინოს, მაგრამ ამ სარჩელს ხელი მოვაწერეთ, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს პოზიცია, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია.

თქვა პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა. 

ასევე, 17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ, 15 ივლისს კი - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები