იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩემგან სერიოზულ პასუხს არ ელოდებით ედისონ რისერჩის კვიპროსის ბიუროს მიერ დაწერილ ციფრებზე. ეს არანაირ სერიოზულ განხილვასაც კი არ ექვემდებარება, სრული ფაბრიკაცია არის და ერთადერთი მიზანი რაც აქვს, არასწორი აღქმები შეუქმნას ჩვენს მოსახლეობას. ძალიან კარგად იციან ამ კვლევის ჩამტარებლებმაც და იმ პარტიებმაც, რომლებსაც ახლა აქვთ რაღაცა ხალისი და ჟრიამული იმისა, რომ ჯამში [მათ აქვთ] იმაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე ქართულ ოცნებას. ნუ, ეს არის აბსოლუტურად, აი, როგორ გითხრათ, ზღაპარიც კი არ არის, რაღაც გამოგონილ ისტორიასაც ვეღარ დავარქმევთ, აბსოლუტურად ეს არის ხელოვნურად აღებული და დაწერილი ციფრები, ვიცით, ვის მიერ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ედისონ რისერჩის კვიპროსის ბიუროს დაწერილი ციფრები. მეტს ამაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. დანარჩენს 26 ოქტომბერს ვნახავთ.
tbl.ge/6ury
დაკოპირდა

ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე პარტიული რეიტინგების შესახებ.
გივი მიქანაძეპარტია ქართული ოცნებაქართული ოცნებაარჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები 2024Edison ResearchEdison Research-ის კვლევა
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




