არჩევნები 2024

ოქრიაშვილი ოცნების ლიდერებს: დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, წამზომი ჩართულია  

გუშინ გამოქვეყნდა  Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა. 

ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს ქართულ ოცნებას. 

დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, "ოცნების“ მთელ "ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.
ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი Edison Research-ის ჩატარებულ კვლევაზე,რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.

კომენტარები