აშშ-ს საჰაერო ძალები

აშშ-მ და კანადამ ალასკასთან რუსულ და ჩინურ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრა

ჩინური ბომბდამშენი H-6/რუსული ბომბდამშენი TU-95
Befunky

24 ივლისს, აშშ-ს საჰაერო ძალებმა, ალასკის მახლობლად, რუსულ და ჩინურ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრა.

ორი TU-95 მოდელის რუსული და ორი H-6 ტიპის ჩინური ბომბდამშენი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა. 

საჰაერო თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს და აშშ-ს საჰაერო სივრცეში შესვლის ნებართვა არ მისცეს. ბომბდამშენები საიდენტიფიკაციო ზონაში დარჩნენ. 

ბომბდამშენებს გზა ამერიკულმა F-16/F-35 და კანადურმა CF-18 ავიაგამანადგურებლებმა გადაუჭრეს.

ამერიკელი სამხედროების თქმით ეს ავიაციის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული და ჩინური ბომბდამშენები ალასკის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდნენ.

2024 წლის თებერვალში იგივე ზონაში გზა გადაუჭრეს 4 რუსულ სამხედრო თვითმფრინავს.

კომენტარები