რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკი: უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა

ფოტო: Alessio Mamo/The Guardian

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლეკსანდრ სირსკის თქმით, უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა. სირსკიმ ამასთან დაკავშირებით The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სირკის თქმით, ყირიმის უკანონო ანექსიიდან ათი წლის შემდეგ კიევს ყირიმის დაბრუნების გეგმა უკვე აქვს. "ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა" - თქვა გენერალმა.

მან ასევე დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წელს დადგენილი საზღვრების საერთაშორისო აღიარებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან". - ამბობს სირსკი.

"მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. ვიცი, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ". - დასძინა მან.

კომენტარები