არჩევნები 2024

ეკა სეფაშვილი ქართულ ოცნებაზე: არც არასდროს გვქონია განსხვავებული შეფასებები

ხალხის ძალა და ქართული ოცნება ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას...

ჩვენ ღირებულებითი ერთობა გვაქვს და არც არასდროს არ გვქონია განსხვავებული შეფასებები.

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას. სხვადასხვა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამჟამად უმრავლესობის გუნდს 60%-იანი მხარდაჭერა აქვს. 

კიდევ უფრო ცხადი გახდება ხალხისთვის ის ტყუილი, ის დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებს ხალხში, და ესეც, რა თქმა უნდა, მათ შეუმცირებს მომხრეებს.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ეკა სეფაშვილი.

16 ივლისს, მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიები - ქართული ოცნება და ხალხის ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიით წარსდგებიან. 

კომენტარები