ილონ მასკი

მასკს გენდერული იდენტობის კანონის გამო X-ი და SpaceX-ი კალიფორნიიდან ტეხასში გადააქვს

 Marc Piasecki/Getty Images

ილონ მასკს კალიფორნიის შტატში მიღებული გენდერული იდენტობის კანონის გამო მისი კომპანიების, X-ის და SpaceX-ის ცენტრალური ოფისები კალიფორნიიდან ტეხასში გადააქვს. ახალი კანონის მიხედვით, კალიფორნიაში, თუ სკოლას ბავშვი შეატყობინებს რომ განსხვავებული გენდერული იდენტობა აქვს, ადმინისტრაციას ეკრძალება ამ ინფორმაციის მშობლებთან გაზიარება. აღნიშნულ კანონს კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი 15 ივლისს მოაწერა

კანონის მიღების შესახებ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს კანონი ოჯახებს და კომპანიებს უქმნის საფრთხეს და ამის გამო, SpaceX-ის ოფისები სთარბეიზში, ტეხასში გადავა. მალევე მასკმა ასევე დაწერა, რომ X-ის (ყოფილი Twitter) ოფისებს ასევე ტეხასში, ქალაქ ოსტინში გადაიტანს. 

"ამ ტიპის კანონები აიძულებს ოჯახებს და კომპანიებს, რომ დატოვონ კალიფორნია, რათა დაიცვან თავისი შვილები" - თქვა ილონ მასკმა კანონის მიღებამდე Newsom-თან მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები