ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის პუტინთან შეხვედრაზე ზელენსკის კომენტარების გამო უკრაინის ელჩი დაიბარა. ნარენდრა მოდი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 9 ივლისს იმყოფებოდა და იქ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
Economic Times-ის ინფორმაციით, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადადო უკრაინის და ინდოეთის საერთო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის საქმიანობაც კულტურას უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც ნარენდრა მოდი პუტინს მის აგარაკზე შეხვდა, ზელენსკიმ ის მკაცრად გააკრიტიკა და ის სამშვიდობო ძალისხმევაზე გამანადგურებელ დარტყმად შეაფასა.
"იმედგამაცრუებელია იმის ხილვა, თუ როგორ ხვდება მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კრიმინალს მოსკოვში" - თქვა ზელენსკიმ.





