არჩევნები 2024

გვარამიამ და მელიამ საჯარო რეესტრში პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტია გადაიფორმეს

ნიკა მელია და ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა პარტია ახალის ლიდერების, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მოთხოვნა ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ და დღეიდან პოლიტიკური პარტიების რეესტრში რეგისტრირებული იქნება პარტია სახელად ახალი ერთობა გვარამია მელია.

პაატა ბურჭულაძის მიერ 2016 წელს დაფუძნებული პარტიის, სახელმწიფო ხალხისთვის სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში ივნისში შევიდა და პარტია ახალი ერთობა გვარამია მელიას რეგისტრაციის პროცესი დღეს დასრულდა.

"ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ბოლობოლო დაარეგისტრირა ახალი! ახალი სახელით, ახალი წესდებით, ახალი პოლიტსაბჭოთი!

საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც 2 თანათავმჯდომარე ჰყავს!

სიახლე და ერთიანობა აქ და ახლა!

ჩვენი ნომერია 4!" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი ნიკა გვარამია საარჩევნოდ 11 მარტს გაერთიანდნენ.

კომენტარები