2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ამერიკის მართლმადიდებელმა მთავარეპისკოპოსმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დალოცა

ამერიკის ბერძნული მართლმადიდებელი არქიეპარქიის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი
Be Funky

ამერიკის ბერძნული მართლმადიდებელი არქიეპარქიის საჭეთმპყრობელმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ელპიდოფოროსმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დალოცა.

"ვილოცოთ უფლისთვის. ყოვლისშემძლე და მარადიულო ღმერთო, მშვიდობით მოველით შენთან, ვევედრებით შენს სიკეთეს, გადმოხედო ამ ერთა შეკრების პოლიტიკურ ლიდერებს, გაუნათე მათ გულები და გონება, რათა ემსახურონ თავიანთ თანამოქალაქეებს. უბოძე დონალდ ჯეი ტრამპსა და მის მრჩევლებს სიბრძნე და წყალობა". – ამბობს მთავარეპისკოპოსი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. 

სხვადასხვა კონფესიის სასულიერო ლიდერების ყრილობაზე მიწვევა აშშ-ს ორივე დიდი პარტიის ტრადიციაა.

ეკლესიის ლიდერების მიერ პარტიის ყრილობის დალოცვა არ წარმოადგენს მხარდაჭერის აქტს - სასულიერო პირები ორივე პარტიის მიპატიჟებას იღებენ. ამერიკული ტრადიციით იგივე ხდება პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

ელპიდოფოროსმა 2016 წლის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაც დალოცა.

კომენტარები