რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთზე იერიში მიიტანა, დაზიანებულია ელექტროსადგური და საზენიტო კომპლექსი C-400

ლიპეცკის ელექტროსადგური
Novosty.live

15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური. 

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

დრონები ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაანადურეს.

კომენტარები