ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელში თავდამსხმელი ავტობუსის გაჩერებაზე მანქანით შევარდა; დაშავდა 4 პირი

სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის ადგილზე, 14 ივლისი, 2024
REUTERS/Ronen Zvulun

ცენტრალურ ისრაელში თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მანქანით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი - მძიმედ.

ეჭვმიტანილი, რომელიც, პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებია, ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.

"ტერორისტმა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ისრაელელს გადაუარა - რამდენიმე ასეული მეტრით გააგრძელა [სვლა], შემობრუნდა და კიდევ ერთხელ დაჯახებით თავს დაესხა ავტობუსის გაჩერებას". - განაცხადა ცენტრალური პოლიციის ოლქის უფროსმა ავი ბიტონმა.

კომენტარები