ოცდათორმეტი წლის განმავლობაში აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია და, მათ შორის, მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, შეკრებისა და გამოხატვის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.
მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა: აშშ ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და მხარს არ უჭერს, თუმცაღა პარტნიორებისგან მოველით, რომ გულწრფელ და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფენ - ეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ძალადობის ან დაშინების საფრთხის გარეშე აირჩიონ. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი მსგავსი ქმედება უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
საბოლოოდ, ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო საერთაშორისო სადამკვირვებლო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, საქართველო გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიული პროცესის დაურღვევლობის უზრუნველყოფაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.





