ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 12 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.56 თეთრით. 12 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7274 ლარია, ერთი ევროსი - 2.9696 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები