ირანი-აშშ

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, ირანი აშშ-ში ისრაელის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებდა

Eduardo Munoz/Reuters

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, ირანი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებსა და უნივერსიტეტების კამპუსებში ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აფინანსებს. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა ავრილ ჰაინსმა 11 ივლისს პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია, რომ აშშ-შ- მსგავსი აქციების უკან დგანან "ირანთან დაკავშირებული აქტორები", რომელიც დემონსტრანტებს ფინანსურ დახმარებას აწვდიან. 

ასევე, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ინფორმაციით, ირანელი აგენტები მოქმედებენ ონლაინ და ხელს უწყობენ პროტესტების გაღვივებას ამერიკაში. ავრილ ჰაინსი არ ასაჯაროებს ანგარიშში ნახსენები ირანელი აგენტების სახელებს და გვარებს. ჰაინსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ გააფრთხილოს უცხოური აგენტები, რომლებიც აშშ-ს შიდა დებატების თავისი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. 

"აქტივისტები შეიძლება არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ისინი კავშირში არიან უცხოურ მთავრობასთან და მისგან დაფინანსებას იღებენ" - თქვა ავრილ ჰაინსმა. 

კომენტარები