ლარი დოლართან 2.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.08 თეთრით. 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.723 ლარია, ერთი ევროსი - 2.954 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





