რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

8 ივლისს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ფოტო: ევგენი მალოლეტკა / AP Photo / Scanpix / LETA

8 ივლისს, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ჯამში 41 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე 170 ადამიანი. ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმაა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაიღუპა, თუმცა Reuters-ის ცნობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაღუპულთა ჯამურმა რიცხვმა სულ მცირე 41 შეადგინა.

კიევის სამხედრო მეთაურების ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 27 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ბავშვი, 82 კი დაშავდა.

ზელენსკის თქმით, იერიშის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაზიანდა, მათ შორის, კიევის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო ცენტრი. ის მომხდარს თავის ტელეგრამ არხზეც გამოეხმაურა.

"რუსმა ტერორისტებმა ამისთვის პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება ვერ შეაჩერებს ტერორს. მწუხარება არ არის იარაღი". - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

საჰაერო თავდასხმის სამიზნე რამდენიმე ქალაქი გახდა, მათ შორის, კიევი, დნიპრო, სლოვიანსკი, კრივოი როგი და კრამატორსკიკიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ომის მსვლელობის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.

უკრაინის მთავრობამ სამშაბათი, ომის მსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი საჰაერო თავდასხმის გამო, გლოვის დღედ გამოაცხადა. მათი თქმით, ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის განახლებისთვის დახმარება სჭირდება.

კომენტარები