თავდასხმა გლოვოს კურიერზე

შესაძლოა, ტერფის და ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს – გლოვოს კურიერის დედა

გლოვოს კურიერს, თემო სიგუას დედის თქმით, სიგუას, რომელსაც გუშინ, 6 ივლისს 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა და ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა, შესაძლოა, ტერფის და ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს.

"ორივე ფეხი საოპერაციოა, დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი აღდგენა მოხდებოდა, მაგრამ ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნება საჭიროო, თითების და ტერფის, არ ვიცი.

[მითხრეს] ერთი ბოთლი აკლიაო, მე ვუთხრი შეფუთული ხომ იყო, მე რა შუაში ვარ, გლოვოში დარეკეთო. შენ, ბიჭო, ვის ეტლიკინებიო და დედა შემაგინაო.

ოთხი კი ჩამოვიდნენო, მაგრამ ერთთან იყო კამათიო. მერე იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგაო, მოტოციკლეტზე დამსვა და მითხრა გააღწიე აქედანო". - უთხრა სიგუას დედამ მთავარი არხის ჟურნალისტს.

გუშინ, 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც კურიერმა მათ შეკვეთა გადასცა.

​​​​​​​მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მუხლისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები