თავდასხმა გლოვოს კურიერზე

სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, დაფშვნილია ტერფის ძვლები - თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა. 

ოჯახის წევრი, სალომე გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი დაზარალებული კლინიკამ არ მიიღო.

"დაფშვნილია ფეხის თითების ძვლები, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან, სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქვენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო!" - წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.   

სიგუას დედის თქმით, მის შვილს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, ხოლო მათგან ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.

[სტილი დაცულია]

"მიუტანია შეკვეთა და გაბრუნდა სახლში - ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა.

მირეკავს მერე, დედა, ბინტი და ის არ გვაქვს? ჩამოდი ქვემოთ, დაჭრილი ვარო და ჩამოვედი ქვემოთ და რას ვხედავ - ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია.

[...] ოთხი ბიჭი და ოთხი გოგო ჩამოსულან ჯერ, უცემიათ და მერე დაახალა ერთი აბოიმა ტყვია". - თქვა დაზარალებულის დედამ ფორმულასთან საუბრისას. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება - მუხლისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

კომენტარები