რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალასი: მოსკოვში ორბანი არანაირად წარმოადგენს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოზიციებს

მოსკოვში ვიქტორ ორბანი არანაირად წარმოადგენს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოზიციებს. იგი ევროკავშირში [უნგრეთის მორიგე] პრეზიდენტობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად იყენებს.

ევროკავშირი აშკარად გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი X-ზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მალე კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს, ხოლო კალასს პრემიერმინისტრის პოსტზე კრისტენ მიჰაუ შეცვლის.

დღეს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. მან X-ზე მოსკოვის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სათაურით "სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება: მოსკოვი".

აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კომენტარები