ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 5 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.47 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.03 თეთრით. 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7613 ლარია, ერთი ევროსი - 2.9886 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.8 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.76 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები