მთაწმინდაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ადგილზე მიემართება მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფებიც.