ნატო-უკრაინა

დიპლომატების ცნობით, NATO-ში უკრაინისთვის €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ორი ევროპელი დიპლომატის ცნობით, ვაშინგტონში ალიანსის ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის მომავალ წელს 40 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წევრ მოკავშირე ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ თავის თავზე აიღონ კიევისთვის სამხედრო დახმარების სტაბილური და მრავალწლიანი ვალდებულება, როგორც ომის დაწყების პირველი დღიდან. ეს დახმარება წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ ევროს წარმოადგენს.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები ამ ვალდებულებას პროპორციული ძალისხმევით გაინაწილებენ.

ფინანსური დაპირება, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ალიანსის ლიდერები 9-11 ივლისს ვაშინგტონის სამიტზე განიხილავენ.

კომენტარები