იოსებ ბაბაევი

სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

იოსებ ბაბაევი
კადრი ვიდეოდან / ფორმულა

სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართის კოდექსის 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბაბაევის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი ჩაუდეს.

"ჩვენი მოლოდინი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ბრალის წარდგენა იოსებ ბაბაევისთივს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, რამდენადაც პისტოლეტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უკანონოდ ამ იარაღის ჩადებას". - თქვა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექს მერაბიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს დააკავეს.

ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.

14 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინება შეცვალა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ახალბედაშვილმა ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა - უკანონოდ.

კომენტარები