უნგრეთი-უკრაინა

ვიქტორ ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევში ჩავიდა

Hungary Today

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

"უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისკუსიებისთვის" - თქვა ორბანის პრესასთან ურთიერთობის მდივანმა ბერტალან ჰავაშიმ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი მშვიდობის დამყარების და უნგრულ-უკრაინულ ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ. უნგრეთი დასავლური ალიანსის ერთადერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და აყოვნებდა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდების პროცესს. 

კომენტარები