უნგრეთი-უკრაინა

მადიარი იძიებს Ощадбанк-ის საქმეს, რომელმაც ორბანის ქვეშ უნგრეთი და უკრაინა დააპირისპირა

უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  
   

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა 17 მაისს დაიწყო "დაუყოვნებელი" გამოძიება საქმეზე, რომლის ფარგლებშიც წინა მთავრობის მეთაურის, ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს უკრაინული ბანკის (Ощадбанк) შვიდი თანამშრომელი დააკავეს, რამაც უკრაინასა და უნგრეთს შორის განხეთქილება გამოიწვია.

"გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს საკითხი," - წერს მადიარი X-ზე და აკონკრეტებს, რომ შიდა გამოძიება ფოკუსირებული იქნება ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაზე, ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრსა და სკანდალში ჩართულ "სხვა შესაბამის ორგანოებზე."

ცნობისთვის, 2026 წლის 5 მარტს უნგრეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უკრაინული ბანკის (Ощадбанк) შვიდი თანამშრომელი ავსტრიასა და უკრაინას შორის ორი მანქანით გადაადგილებისას უნგრეთში დააკავეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ბუდაპეშტი ბანკის თანამშრომლების "მძევლად აყვანაში" დაადანაშაულა.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნგრეთმა მძევლები აიყვანა და ფული მოიპარა. თუ ეს არის ის ‘ძალა’, რომელიც დღეს ბატონმა ორბანმა დააანონსა, მაშინ ეს კრიმინალური დაჯგუფების ძალაა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი" - დაწერა სიბიჰამ.

თანამშრომლები მოგვინებით, 6 მარტს, გაათავისუფლეს.

უნგრული მედია წერდა, რომ ორბანმა უკრაინული ოქროს ჩამორთმევა "პოლიტიკური მიზეზების გამო" ბრძანა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 5 მარტს ასევე განაცხადა, რომ "დრუჟბას" მილსადენის აღსაღდგენად უკრაინის წინააღმდეგ "პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს" გამოიყენებდა.

 

კომენტარები