ირანი

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს

Irna

ირანში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ყოფილი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი საიდ ჯალილი, პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი და ყოფილი შს და იუსტიციის მინისტრი მოსტაფა პურმოჰამადი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, მოხსენ ესლამის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 24.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ქვეყნის მოსახლეობა 88.6 მილიონს შეადგენს.

ყველაზე მეტი ხმები ააგროვეს პეზეშკიანმა (10.4 მილიონი ხმა) და ჯალილიმ (9.4 მილიონი ხმა).

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 5 ივლისს გაიმართება.

ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დაინიშნა.

კომენტარები