რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 10 000 მიგრანტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, ომში გაგზავნა

მიგრანტები რუსეთში
Absoluttv.ru

რუსეთმა მიგრანტები, რომლებმაც ახლო წარსულში მიიღეს მოქალაქეობა, უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გაგზავნა. ამის შესახებ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტირკინმა ილაპარაკა:

"ჩვენ გამოვიჭირეთ თითქმის 30 000 არალეგალური მიგრანტი, რომელთაც მოქალაქეობა აქვთ და სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა არ სურთ. დაახლოებით 10 000 მათგანი უკვე სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში გავგზავნეთ".

ბასტირკინმა ასევე რუსეთში საემიგრაციო პოლიტიკის შესახებაც ილაპარაკა:

"მიმაჩნია, რომ მთავარი შეიცვალოს საემიგრაციო პოლიტიკა, უნდა გამოიკვეთოს აუცილებლობა, ან თუნდაც საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ნაციონალური პრობლემები საკუთარი მოქალაქეების ხელებით გადავჭრათ".

მიმდინარე წლის აპრილში ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარემ, ვალერი ფადეევმა თქვა, რომ მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიცემისთანავე ისინი უნდა აიყვანონ სამხედრო აღრიცხვაზე. 

2023 წლის ნოემბერში სამართალდამცავებმა მსხვილ ონლაინ მაღაზია Wildberries დახარისხების ცენტრში რეიდი მოაწყო. დაკავებული რამდენიმე ასეული ადამიანი სამხედრო მოქმედებების ზონაში გადაიგზავნა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რეიდის შემდეგ, ჯარში წაყვანის შიშით, სამსახურში 8000-დე თანამშრომელმა შეწყვიტა სიარული.

რუსეთში მცხოვრები მიგრანტები, იგივე გასტარბაიტერები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ძირითადად ცენტრალური აზიიდან არიან.  

კომენტარები