საქართველოს ნაკრები

ქართული ზღაპარი – საერთაშორისო მედიის გამოხმაურებები საქართველოს გამარჯვებაზე

საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ. მერვედფინალში საქართველო ევროპის სამგზის ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გატანილი გოლებით მიღწეულმა სენსაციურმა გამარჯვებამ საერთაშორისო მედია აალაპარაკა:

EURO 2024: ისტორიის შემქმნელები – საქართველო პლეიოფშია

BBC - "საუკეთესო დღე მათ ცხოვრებაში" – საქართველომ პორტუგალია გათიშა

Reuters: ახალწვეულმა საქართველომ პორტუგალია გააოცა

CNN Sport: დასამახსოვრებელი ღამე – საქართველოს სენსაციური გამარჯვება

Fox Soccer: ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა

ESPN FC: ისტორიაში პირველად – საქართველო პლეიოფშია

Der Spiegel: ქართული ზღაპარი

beIN SPORTS: საქართველო თუ ესპანეთი? ვის უგულშემატკივრებს ილია თოფურია?

Eurosport: დებიუტანტებმა ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი გამოიწვიეს

Goal: გაცოფებული რონალდუ "კვარადონამ" დაჩრდილა – პორტუგალია შეძრწუნებულია

The Athletic: ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი – რონალდუს იმედგაცრუება, საუცხოო კვარაცხელია

საქართველოსა და ესპანეთს შორის მერვედფინალური მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები