საქართველოს ნაკრები

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ.

კომენტარები