2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის "ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო" სამუშაოების ფაზაში.
"გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები, გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას" - წერია განცხადებაში.