ერთიანობა არის ის დაკვეთა, რომელიც არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ეს ერთობა შედგეს, იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას - საქართველო ან გადარჩება, ან გაქრება.
tbl.ge/6tq4
დაკოპირდა

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს. პარტიები აცხადებენ, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მონახავენ ერთიანობის "ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას", რომელიც არჩევნებში მაქსიმალურ შედეგს მოუტანთ. ასევე, ისინი ხელს აწერენ, რომ "ეთიკური ფარგლების დაცვით" გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვას და მოერიდებიან ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




