რუსული კანონი

აშშ-მ დიტო სამხარაძეს სანქცია დაუწესა – ნეტგაზეთი

გამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების დეპუტატსა და პოლიტსაბჭოს წევრს, დიტო სამხარაძეს სავიზო სანქცია დაუწესა.

ასევე, მთავარი არხის ცნობით, აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

TV პირველის ინფორმაციით კი კიდევ ერთი პირი, ვისაც აშშ-ს სანქციები შეეხო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარებაა". ტელეკომპანიის ცნობით, სანქცირებულები არიან "ხარებას" ოჯახის წევრებიც.

18 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციებზე თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის - ხოლო მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ მიიღებენ.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.

კომენტარები